Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ბიძინა ივანიშვილი “იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს – TI

October 1, 2025

პროსახელისუფლებო და სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტულ ტელეკომპანია “იმედს” წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევას, საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით აქვეყნებს.

  • კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს;
  • 2022 წლის ბოლოს „იმედს“ ივანიშვილის კომპანიებთან 61 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება ჰქონდა;
  • ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დავალიანების მოცულობა 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის ნახევარია;
  • „იმედის“ დაფინანსების გზაა „შეღავათიანი სესხის“ მიცემა, „2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით)“;
  • „იმედი“ ზარალზე მომუშავე კომპანიაა – „2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი“.

“იმედის” ერთ-ერთი მფლობელი, ირაკლი რუხაძეა, რომელიც არ მალავს თავის დამოკიდებულებას “ქართული ოცნებისადმი”. ჩვენ ტელეკომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებას ვცდილობთ, მასალაც შესაბამისად განახლდება. 

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს სრული კვლევა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე ( ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს )