Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

“გიპასუხებთ უფრო ფართო კიბერშეტევით!” – „Anonymous-ის მიმართვა კობახიძეს

May 7, 2024

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ჰაკერული დაჯგუფება აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს სამართალდამცველების გამოყენებით, მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ თავდასხმებს, Anonymous-სგან პასუხად სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს მიიღებს, – ამის შესახებ ჰაკერულმა დაჯგუფებამ X-ზე დაწერა.

“ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!”

აქვე გეტყვით, რომ Anonymous-ის განცხადებით, მათ უკვე განახორციელეს 30-ზე მეტი ჰაკერული თავდასხმა სამთავრობო საიტზე, მათ შორის, ქართული ოცნების ორი საიტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის რუკის, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს და პოსტივის  ვებგვერდები.