ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
წალკელი სპორტსმენის თორნიკე მიქელაძის დაჯილდოვება წალკის ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე მოითხოვა.
თორნიკე მიქელაძის წახალისების მიზნით ინიციატივა დღეს, საკრებულოში დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან მალხაზ მგელაძემ წარადგინა.
მისი თქმით, თორნიკე მიქელაძე პირველი და ერთადერთი სპორტსმენია წალკიდან, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
“როგორც კი ჩამოვა წალკაში მეზობლურად, მეგობრულად, მივულოცავ და პატივს ვცემ,”-ასე გამოეხმაურა ინიციატივას მერის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა წელს იმ სპორტსმენებს, რომლებმაც წალკის სახელით იასპარეზეს მერიამ 5000 ლარის საჩუქრები შეუძინა და გადასცა.