თურქეთის ელჩი ახალციხეში მედიის გარეშე

July 16, 2026

თურქეთის ელჩი ახალციხეში მედიის გარეშე, – დღეს, ახალციხეში თურქეთის ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი იმყოფებოდა. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არ საელჩოს და არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ მოუწოდებია და ჩვენთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც – ელჩის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მერიამ გაავრცელა.

რატომ არ მოიწვიეს მედია შეხვედრაზე? – ახალციხის მერიაში გვეუნბენიან, რომ ეს მათი ინიცირებული არ იყო. ხოლო, თურქეთის საელჩოში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები ჩვენს რეგიონში ჩამოდიან და რეგიონულ მედიას არ ატყობინებენ. ბოლო წლებში მსგავსი პრაქტიკა ხშირია.

რაც შეეხება ვიზიტს: ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერმა, ვარლამ წიკლაურმა ელჩს ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, დაგეგმილი და განხორციელებული მასშტაბური პროექტები გააცნო.