ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ღია გრუნტში მეურნეობის წარმოებისას პრობლემებს აწყდება. Იმისთვის, რომ გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები დაინერგოს და ადგილობირვებს კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა ჰქონდეთ, CENN საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საგრანტო კონკურსი „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – ის ფარგლებში გამოცხადდა. პროექტი მარნეულში 2021 წლიდან ხორციელდება. როგორც პროექტის მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე ამბობს, ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ადგილობრვებმა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა პრატქიკაში დანერგონ.
![](https://toktv.ge/wp-content/uploads/2022/12/320354499_459754729566287_470872970605435290_n-1-1024x858.jpg)
სოფლის განვითარების ოფიცერის სოფიკო ბაბალაშვილის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მარნეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, ფიზიკურ პირთა ჯგუფებს და მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ იურიდიულ პირებს. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. გრანტის მინიმალური ოდენობა 4 000, მაქსიმალური კი-17 000 ლარია.
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს საპროექტო წინადადებების წარმოდგენა 2023 წლის 25 იანვრის 18:00 საათამდე შუძლიათ. დამატებითი დეტალები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/3htWEaq