სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ კულტურის სამინისტრომ გვიპასუხა – გავიდა 5 თვე

December 20, 2022

ახალციხეში, სოფელ ივლიტაში არსებული ტაძრის გადახურვა ჩამონგრევიდან თითქმის რვა თვის შემდეგ დაიწყო, – ამის შესახებ იმ საჯარო ინფორმაციაშია მითითებული, რომელსაც TOK TV კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 5 თვის წინ ითხოვდა.

უწყებიდან ინფორმაცია მას შემდეგ მივიღეთ, რაც ჩვენ კულტურის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით და ვადების დარღვევის გამო, სასამართლოში ვუჩივლეთ.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ივლიტას ტაძრის გადახურვისთვის სააგენტო 116 220 ლარს დახარჯავს. მათივე თქმით, ტაძრის რეაბილიტაცია იგეგმება, მაგრამ არც დრო და არც ბიუჯეტი განსაზღვრული არ აქვთ.

ეკლესიის წინამღძღვრის, მამა იოანეს თქმით, უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მისივე თქმით, იგეგმება სახურავის ისე შეკეთება, რომ პირვანდელი სახე შეუნარჩუნდეს.

სააგენტოს ცნობთ, უწყებამ 2021 წლის 17 ნოემბერს, ეკლესიის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ციტატა: “კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულდა, რის გამოც 2022 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყდა და კომპანიას პირგასამტეხლო დაეკისრა.”

შეგახსენებთ, რომ 18-19 საუკუნეში აგებული, მულტირელიგიური ეკლესია გასული წლის 16 თებერვალს დაზიანდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის თვეში სახურავი ჩამოინგრა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამ და ამ დროა ამბობდა რომ, ციტატა: «არ გვყავს ბაზარზე კერძო კომპანია, რომელიც სრულად კომპეტენტურია ძეგლთა დაცვის სფეროში.»