მარნეულში CENN -ის საგრანტო კონკურსი დაიწყო

December 20, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ღია გრუნტში მეურნეობის წარმოებისას პრობლემებს აწყდება. Იმისთვის, რომ გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები დაინერგოს  და ადგილობირვებს კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის  მეურნეობა ჰქონდეთ, CENN  საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საგრანტო კონკურსი „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – ის ფარგლებში გამოცხადდა.  პროექტი მარნეულში 2021 წლიდან ხორციელდება. როგორც პროექტის მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე ამბობს, ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ადგილობრვებმა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა პრატქიკაში დანერგონ.

სოფლის განვითარების ოფიცერის სოფიკო ბაბალაშვილის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მარნეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს,  ფიზიკურ პირთა ჯგუფებს და მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ იურიდიულ პირებს.  მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. გრანტის მინიმალური ოდენობა 4 000, მაქსიმალური კი-17 000 ლარია.

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს საპროექტო წინადადებების წარმოდგენა 2023 წლის 25 იანვრის 18:00 საათამდე შუძლიათ. დამატებითი დეტალები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/3htWEaq