ორმხრივი თანხმობა — შეხვდება თუ არა «სახალხო დამცველი» სააკაშვილს

16/03/2023
88
Views

 საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მზადაა ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს. სააკაშვილი უკვე 10 თვეზე მეტია, კლინიკა «ვივამედში» იმყოფება, — მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

სააკაშვილის თქმით, სასურველია შეხვედრა შაბათ-კვირას მოხდეს. განცხადებას წინ უძღოდა, იოსელიანის წინადადება, რომ იგი მზად იყო სააკაშვილს შეხვედროდა, — ამის შესახებ მან «პალიტრანიუსის» გადაცემაში ისაუბრა.

გეგმავს თუ არა და როდის სახალხო დამცველი ექსპრეზიდენტთან შეხვედრას? — ამის გასარკვევად ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, ასევე დავუტოვეთ შეტყობინება, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ზარებზე არ გვიპასუხა არც სახალხო დამცველის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა.

Comments are closed.