Წალკა-თბილისი – ყველაზე ძვირიანი ტრანსპორტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის

March 16, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

წალკიდან თბილისში მოსახვედრად, ირაკლი ირემაძეს და ბელა ავეტიანს  სხვა მგზავრების მსგავსად უკვე 1 წელია გაზრდილი ტარიფის გადახდა უწევთ. მგზავრობის ფასი ბოლო წელიწადში 3 ლარით  გაიზარდა.  Მაშინ Მოტივად საწვავის სიძვირე დასახელდა.

Დავინეტერესდით, როგორ აისახა ან აისახება თუ არა საწვავის ფასის კლება, წალკა-თბილისის მარშრუტის ტარიფზე. Წალკის ავტოსადგურის მოლარე ვიოლეტა უშხვანი გვეუბნება, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ფასის ცვლილება არ იგეგმება. მიზეზად მგზავრების სიმცირეს და საწვავის ხარჯს ასახელებს. მისი თქმით,  მძღოლებს თბილისში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, დაახლოებით 180 კილომეტრის დასაფარად, 130-დან 150 ლარამდე საწვავი სჭირდებათ.

წალკის ავტოსადგურის კიდევ ერთმა ოფიციალურმა  წარმომადგენელმა მარინა ბერიანიძემ გვითხრა, რომ მგზავრობის ტარიფს ავტოსადგური არ ადგენს და ის ბაზარზე და მძღოლებზეა დამოკიდებული. 

მომატებული ტარიფის მიზეზად მომსახურების  გაძვირებულ ხარჯებს ასახელებენ  თავად მძღოლები.

“საბურავი 200 ლარი ღირდა, ახლა 300 ლარი ღირს” – გვეუბნება წალკა-თბილისის რეისზე დასაქმებული ერთ-ერთი მძღოლი ავთო ცეცხლაძე.

Ქვემო ქართლის რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით ყველაზე მაღალი სამგზავრო ტარიფი წალკაშია. წალკიდან თბილისამდე 91 კილომეტრია.  რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს,  მაგალითად დედაქალაქიდან 103 კილომეტრითაა დაშორებული დმანისი. დმანისი-თბილისის სამგაზვრო ტარიფი 10 ლარს შეადგენს. 

რუსთავი-თბილისის მარშრუტი, რომელიც დაახლოებით  34 კილომეტრია  – 2.50  ღირს.

Მარნეული-თბილისი  45  კილომეტრია და ტარიფი 3 ლარია.   გარდაბანი-თბილისი  43 კილომეტრია, მგზავრობის საფასური 3 ლარს შეადგენს.

ბოლნისი-თბილისი  75 კილომეტრია და 6 ლარი ღირს.

თეთრიწყარო დედაქალაქიდან   62 კილომეტრითაა დაშორებული და მგზავრები თბილისში ჩასასვლელად  6 ლარს იხდიან.