Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო უდეში განვითარებულ მეწყერზე

March 21, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

უდეში, მეწყრულ ზონაში, 75 საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეისწავლეს, 45-ოჯახი განსახლებას ექვემდებარებოდა 

ნახეთ, რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყერზე

ტექსტი:

უდეში, მეწყრულ ზონაში, 75 საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეისწავლეს, 45-ოჯახი განსახლებას ექვემდებარებოდა – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის, მას შემდეგ რაც უწყებისაგან მონაცემები საჯარო წესით გამოვითხოვეთ.

უწყების ინფორმაციით, მათ ტერიტორია გასულ წელს შეისწავლეს. მათივე დასკვნის თანახმად 75 ოჯახიდან 30-ის სახლები გამაგრებას დაექვემდებარა.  

როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, 45 ოჯახს შორის, ე.წ “პირდაპირების” დასახლებაში მცხოვრებთაგანა მხოლოდ 16-ია, დანარჩენები მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლები არიან. ე.წ “პირდაპირები” არის ტერიტორია, სადაც მეწყერი თავდაპირველად განვითარდა და ჩვენმა რედაქციამ მისი შედეგების შესახებ რამდენჯერმე მოგითხროთ.

უზრუნველყო თუ არა მერიამ ყველა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა? – მუნიციპალური ორგანოდან ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია. 

გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ იმ 30 სახლზე რომელიც გამაგრებას

საჭიროებს გაცემულია შემდეგი რეკომენდაციები: 

  • ზედაპირული და გრუნტის წყლების ნაკადების რეგულირება; 
  • სადრენაჟე სისტემების მოწყობა; 
  • სახლების საძირკვლების და მზიდი კედლების აღდგენა-გამაგრება; 
  • საძირკვლების გარშემო ჰიდროსაიზოლაციო საფარის დაგება და სხვა.

სახელმწიფომ რა ჰქნა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული წერილის მიხედვით, უდეში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ფიქსირდებოდა. 

ამავე წყაროს ცნობით, “2014 წლიდან, ადიგენის მერიის მიმართვის საფუძველზე, სააგენტო ეტაპობრივად ამზადებს საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ შეფასებას, რის საფუძველზეც მზადება შესაბამისი დასკვნები, პრევენციული ღონისძიებების მითითებით.”

რა პრევენციულ ზომებზეა საუბარი, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ მეწყრის დამაზიანებელი ზეგავლენის თავიდან აცილებისთვის? – ამის გასარკვევად უწყებიდან საჯარო ინფორმაცია დამატებით კიდევ გამოვითხოვეთ. 

როგორ შეიძლება მეწყრული პროცესების მართვა ?  – ვკითხეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს. 

ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, გაიცა თუ არა და რის საფუძველზე, უდეში მეწყრულ ზონაში განაშენიანების ნებართვები, – გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მათ კომპეტენციას სცდება. ინფორმაციის მიღებას ველოდებით ადიგენის მერიიდან. 

რა ხდება უდეში, მეწყრულ ზონაში ? – ვრცელი მასალა ნახეთ: მეწყერი უდეში  – ადიგენი