“არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. მისი ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე.”
აღნიშნული შინაარსის პოსტი დიტო სამხარაძეს, “ქართული ოცნების” დეპუტატს ეკუთვნის. მას დღეს დილიდან, “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები ერთდროულად აზიარებენ ან აკოპირებენ.
გამონაკლისი არც სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერების ნაწილია: ახალციხე – ვარლამ წიკლაური; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი, მათგან ზოგიერთს შინაარსი რამდენჯერმეც კი აქვს გაზიარებული.
მაგალითად, ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს – ოთხჯერ, ახალქალაქის მერს, მელქონმაკარიანს კი სამჯერ.







მერების ნაწილი აზაირებს ვიდეოსაც, რომელშიც დიტო სამხარაძე ზუსტად იმ სიტყვებს იმეორებს, რაც პოსტის ტექსტში უწერია.
რაც შეეხება ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მერებს, მათ სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტები ჯერ საჯაროდ არ გაუზიარებიათ.