სამცხე-ჯავახეთში არ ფუნქციონირებს “ძალადობის მსხვერპლ” ქალთა სახელმწიფო თავშესაფარი. “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო” არ გვეუბნება თუ როგორ უნდა მიიღონ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ქალებმა თავშესაფრის მომსახურება საჭიროების შემთხვევაში. უწყებიდან საჯარო ინფორმაცია 17 ივნისს გამოვითხოვეთ, მათ ინფორმაცია დღეს, 29 ივლისს, ვადების დარღვევით მოგვაწოდეს. პასუხები არასრულია.
ჩვენ უწყებიდან ვითხოვდით ინფორმაციას თუ რატომ არ ფუნქციონირებდა რეგიონში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი, საჭიროების შემთხვევაში ვისთვის უნდა მიემართათ ადგილობრივ დონეზე და რომელ მუნიციპალიტეტებში ხდებოდა პირების გადამისამართება. თუმცა სააგენტომ მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც საჯაროდ თავიანთ გვერდზე აქვთ გამოქვეყნებული და რის შესახებაც, 17 ივნისს მომზადებულ მასალაში უკვე მოგიყევით:
“გაცნობებთ, რომ სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში ფუნქციონირებს ძალადობის მსხვერპლთა 6 თავშესაფარი და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 7 კრიზისული ცენტრი.
აღნიშნული თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, ბათუმი, თელავი, სიღნაღი და ზუგდიდი,” – გვწერს სააგენტო.
ჩვენ ამ თემით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გამოჩნდა პოსტი, სადაც ანონიმურ მონაწილეს აინტერესებდა არსებობდა თუ არა რეგიონში თავშესაფარი იმ შემთვევაში, თუ ქმარი მასზე იძალადებდა. დღეს პოსტი უკვე მიუწვდომელია.
ოჯახში ძალადობა კვლავ მზარდი პრობლემაა. ყოველწლიურად ასობით ქალი ითხოვს დახმარებას. უსაფრთხო თავშესაფარი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში – ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული შინაარსი:
“მეგონა, რომ ჩემი პროფესია და ცოდნა დამიცავდა, მაგრამ ოჯახში ძალადობას არ აქვს საზღვრები,”
situs gacor
situs toto
toto slot
toto
slot88
link slot
slot gacor
situs toto
situs gacor
toto togel
toto togel
situs toto
situs slot
situs slot
situs slot gacor
slot gacor