სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათში არ დაფიქსირებულა – StopCov.ge

February 22, 2021

გასული 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს პირველი შემთხვევაა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, – ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს. ​

ამავე წყაროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმაც იკლო. ქვეყანაში ინფიცირების 147 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა.

გამოჯანმრთელდა – 607 და გარდაიცვალა – 12. როგორია ეს მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში? ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციას 17:00 საათისთვის გაავრცელებს. ​

ბოლო 24 საათში 5 275 პირს ჩაუტარდა კოროანავირუსზე ტესტირება, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 736 და  PCR ტესტით – 2 539.​

Toktv.ge