დავა მიწისთვის საპატრიარქოს და ხალხს შორის

January 21, 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დერცელსა და კიკიბოში არსებული სადავო მიწების თაობაზე საქმე, წარმოებაში სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადგილობრივებმა სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ახალციხის  რაიონულმა სასამართლომ სოფლების 68 000 კვადრატი სათიბ-საძოვარი მიწების საპატრიარქოს მფლობელობაში გადაცემის თაობაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 სააპელაციო სასამართლოში საქმე 10 იანვარს გადაიგზავნა და დარეგისტრირდა, თუმცა როდის გაიმართება სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია. კიკიბო-დერცელის ტერიტორიაზე 68 000 კვადრატული მიწის ნაკვეთის, საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 11  ნოემბერს მიიღო.

„ეს მიწები ადგილობრივებს თითქმის 100 წელია აქვთ, ასევე აქვთ ამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა დარეგისტრირებული არ ქონდათ, როგორც ძალიან ბევრ სხვა მოქალაქეს საქართველოში, როცა რეგისტრაციისთვის მიმართეს საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა საპატრიარქოს საკუთრებაში. რის შემდეგაც მათ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს მიმართეს.“ – განაცხადა TOK TV-სთან EMC-ის ( ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის) ადვოკატმა მერი აღაპაშვილმა.

ადგილობრივებმა ადმინისტრაციული აქტის, რომელიც გულისხმობს მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირებას, ბათილად ცნობის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს. სამინისტრომ მოსარჩელეების საკითხი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სადავო მიწების მომხმარებელი ბევრი ოჯახია, თუმცა EMC-ს 5 მოსარჩელე ჰყავს. საპატრიარქოს, საქართველოს მთავრობამ 2 მიწის ნაკვეთი გადასცა მფლობელობაში, ერთ-ერთ ნაკვეთზეა ტაძრის ნანგრევები, რომლის აღდგენასაც გეგმავენ, თუმცა მოსახლეობა ტაძრის აშენებას არ ეწინაარმდეგება და არც ის ნაკვეთია სადავო, სადაც ტაძრის ნანგრევებია. მოსახლეობა საპატრიარქოს ედავება ტაძრის ტერიტორიის მიმდბარედ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საპატრიარქოს სასოფლო სამეურნეო მიზნისთვის გადაეცა.

თემაზე საპატრიარქოს და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას TOK TV მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Leave a Reply