საცხობი წალკის სოფელ რეხაში

October 20, 2024

სანამ ვარლამ მამულაძე წალკის რაიონის სოფელ რეხაში საცხობს გამართავდა, რეხისა და მიმდებარე სოფლების მკვიდრი ქალები პურს თონეში აცხობდნენ. ხანდაზმულები კი, თბილისიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსს აბარებდნენ. 

⚡ მუშახელის არარსებობის გამო ხაბაზი მარტო მუშაობს. 

⚡ ერთი წელია, რაც სოფელ რეხასა და მის მიმდებარე სოფლებში ღვთისმსახურება ათეული წლების შემდეგ აღდგა და სოფლის თონემაც დამატებითი ფუნქცია შეიძინა – პურის გარდა აქ ღვთისმსახურებისთვის სეფისკვერი მზადდება. თუკი თავდაპირველად თონეში მხოლოდ 2-3 ათეული სეფისკვერი ცხვებოდა, ახლა უკვე მისი რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.