...

სოფელი კოხტაში გზის მოწესრიგება დაიწყო

July 21, 2026

სოფელ კოხტაში რამდნენიმე  წლიანი მოლოდინის შემდეგ ბეტონის საფარს აგებენ. 

თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან სოფ. კოხტის ცენტრამდე ბეტონის საფარის 2 500-მდე მეტრის  მონაკვეთს კომპანია “ჯეო ბილდ გრუპი” აგებს.

სამუშაოები  ადგილობრივი ბიუჯეტიდა ფინანსდება.  გზის საფარის მოსაწყობად ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.   

“ჯეო ბილდ გრუპის” წარმომადგენელის თქმით, გზაზე  მომეწყობა სანიაღვრე სისტემაც. კითხვაზე, გათვალისწინებული იქნება თუ არა გზა სატვირთო მანქანების ხშირ გადაადგილებაზე,  რადგან ამ გზის დაზიანების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სწორედ ეს პრობლემა სახელდებოდა, – პასუხი დადებითია.  

გზის მოწყობის სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება. 

ჩვენი რედაქცია ამ  თემაზე წლებია მუშაობს და მოსახლეობის თხოვნით არაერთხელ გავაშუქეთ მათი პრობლემები.  

წალკაში სოფელ კოხტაში მისასვლელი გზა 2021 წლის ნოემბერში დაიგო,  მაშინ გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გზა, დაგებიდან მალევე, დაახლოებით 1 წელში,  2022 წლის ზაფხულში კვლავ შესაკეთებელი გახდა. მაშინ, კომპანიაში ჩვენს რედაქციას, გზის დაზიანების მიზეზად  უხვი ნალექი  და  სატვირთო მანქანების ხშირი გადაადგილება დაუსახელეს.  ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,აკას“ დაზიანებული გზის აღდგენის ვალდებულებაც გააჩნდა.  

 რატომ დაზიანდა 2021 წელს მოწყობილი გზის საფარი?  თემაზე მუშაობას რედაქცია განაგრძობს.  

Tags: ,