Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ტურისტებისთვის მოსასვენებელი 5 ლოკაცია ნინოწმინდის ტყეში – ტენდერი

April 12, 2022

ნინოწმინდის მერიამ მუნიციპალიტეტში დასვენების მსურველებისთვის ტყის ზონაში 5 სპეციალური ზონის მოწყობისთვის 140 ათას ლარზე ტენდერი გამოაცხადა,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტყის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე “ტურისტებისთვის დასასვენებელი” შენობები უნდა აშენდეს, სადაც ასევე თითოეულში განთავსდება 2 მაგიდა და 4 სკამი. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ველოსიპედების სადგომის და ნაგვის ურნების მოწყობაც. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირა აქვს და თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ დასასვენებელი შენობები ისეთ ადგილებზე განთავსდება, სადაც ტურისტები დადიან. მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის თქმით, მოთხოვნა როგორც რეგიონში ჩასული ტურისტების, ასევე ახალგაზრდების მხრიდანაც იყო. 

სატენდერო დოკუმენტების მიღება 18-21 აპრილს იწარმოებს.