პოეტი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა – დღეს მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა

April 12, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

დღეს მუხრან მაჭავარიანი 93 წლის გახდებოდა. პოეტი  1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში დაიბადა.

Პოეტის შემოქმედება, ძირითადად, პატრიოტული ხასიათისაა.   Მას ეკუთვნის ლექსები: “სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება “, “საბა”, „იარონ“, “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და სხვა.

Მუხრან მაჭავარიანი 1988–1992 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო.  Შემდგომ კი პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. 

Პოეტი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში მონაწილეობდა.  “მახსოვს, მუხრან მაჭავარიანის და მისი მძღოლის გვერდით ვიდექი, რომელსაც ამაყად ეჭირა საქართველოს დროშა”, – Იხსენებს რადიო “ათინათთან” მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი დემონსტრანტი ნონა ქობალია.

Მუხრან მაჭავარიანს, ასევე, ხელი აქვს მოწერილი  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 

Პოეტი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრის სცენაზე, სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა.  Ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.