ეუთო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებით დაინტერესდა

April 12, 2022

ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი,  დეპუტატები სუმბატ კიურეღიანი და ისკო დასენი საქართველოში მყოფ ეთნიკური უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

ინფორმაციის მიხედვით, ეუთო-ს უმაღლეს კომისარი დაინტერესდა ქვეყნაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობით და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობით სხვადასხვა სისტემაში.

რა ინფორმაცია მიაწოდეს დეპუტატებმა ეუთოს წარმომადგენლს?  დეტალებისთვის ჩვენ ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, სამველ მანუკიანთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა. Ჩვენ ასევე ვცდილობდით დავკავშირებოდით პარლამენტის დეპუტატს ჯავახეთიდან სუმბატ კიურეღიანს, თუმცა ისიც მიუწვდომელია.

ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ჩვენ რედაქციას არაერთი  მასალა აქვს მომზადებული, მათი ნახვისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ გვერდს TOK TV.GE