Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

უამინდობის გამო ფარავნის უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია

January 13, 2022

უამინდობის, თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც. 

უწყების ინფორმაციით, თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილის 105-110 კმ.იან მონაკვეთზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდა) მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, შეზღუდვებია დაწესებული ბათუმი-ახალციხეს საავტომობილო გზის 86-106 კილომეტრიან მონაკვეთზეც. აქ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.

უწყების ცნობით, გზებზე შეზღუდვებია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე; გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 15-38 კმ-იან მონაკვეთზე; ნაქერალას უღელტეხილზე; გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-125 კმ-იან მონაკვეთზე და მესტია-უშგულის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები.