ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი საგრანტო კონკურსს აცხადებს

January 13, 2022

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსის შედეგად შეირჩევა და დაფინანსდება 5 საუკეთესი საფინანსო იდეა. განცხადებების შევსება შესაძლებელია 11 თებერვლის ჩათვლით. 

პირველ ადგილზე გასული პროექტი 2 000 დოლარამდე თანხას მიიღებს, II-III ადგილზე გასული 1 000-1 000 დოლარამდე თანხას. ხოლო, IV-V ადგილზე გასული პროექტებისთვის თანხა 500-500 დოლარამდეა გათვალისწინებული.