რატომ შეჩერდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელოვნურ ტბასთან? – ახალციხე

November 16, 2026

ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ნოემბრის დასაწყისში გადათხრილი მონაკვეთი ნაწილობრივ მიწით მოასწორეს, ცალკეულ ადგილებში ასფალტიც დააგეს, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა და გზა ამ დრომდე მოუწესრიგებელია – ნახეთ სიუჟეტი

ამავე თემაზე: ახალციხეში, ხელოვნურ ტბასთან დაზიანებული გზის მოწესრიგების ვადები უცნობია

ტექსტი:

ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ნოემბრის დასაწყისში გადათხრილი მონაკვეთი ნაწილობრივ მიწით მოასწორეს, ცალკეულ ადგილებში ასფალტიც დააგეს, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა და გზა ამ დრომდე მოუწესრიგებელია.

დაზიანებული გზით ყოველდღიურად გადაადგილდებიან როგორც ადგილობრივები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. მძღოლების თქმით, გზის დაზიანებული მონაკვეთების გამო ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, ზოგიერთ მათგანს კი საბურავიც დაუზიანდა.

რატომ გაჭიანურდა პროცესი? – დავუკავშირდით კომპანია შპს “კავკასის” წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ სამუშაოები უამინდობისა და ქარხნიდან ასფალტის მოწოდების გამო გაჭიანურდა, ხვალიდან გზის დაგების პროცესი განახლდება და ორ დღეში დაასრულებენ.

გზის მდგომარეობის შესახებ ჩვენ რეპორტაჟი 28 ოქტომბერს მოვამზადეთ. შემდეგ 6 ნოემბერს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კავკასმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ქალაქის გზებზე არსებული დაზიანებები წლის ბოლომდე, 350 000 ლარამდე ღირებულების ფარგლებში უნდა შეაკეთოს.