ადიგენის მერის ანგარიშის წარდგენა – რა მოხდა? – განახლებადი

November 12, 2026

ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, მოსახლეობას 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, გააცნო წლის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა – რა მოხდა?

1.

დაბა ადიგენში, ძველ საავადმყოფოს შენობას დემონტაჟი უტარდება – მის ნაცვლად მულტიფუნქციური შენობის აშენება იგეგმება, სადაც გეგმავენ საკონცერტო და ფიტნეს დარბაზის, მოედნების და აუზის მოწყობას – ამის შესახებ ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, დღეს, 1 წლის გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარდგენისას ისაუბრა.

საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში უფუნქციო იყო.

2.

როდის დასრულდება ადიგენის სოფელ დერცლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია? – კითხვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაუსვა.

ქიმაძემ განაცხადა, რომ გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რიგი გამოწვევებია.  რა? – მოვუსმინოთ მის პასუხს: