ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში გასული ერთი თვის განმავლობაში (იანვარი) ხე ტყის უკანონოდ მოპოვების – 14 და ტრანსპორტირების – 9 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში გვიადსტურებენ.
როგორც უწყებაში TOK TV-ს უთხრეს გამოვლენილი ფაქტებიდან გამომდინარე რეგიონში სულ უკანონოდ მოპოვებული13,5 მ3-მდე ხე ტყე ამოიღეს.
“სამცხე-ჯავახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 14 და ტრანსპორტირების 9 ფაქტი (სულ 23 სამართალდარღვევა) გამოავლინეს. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 13,5 მ3-მდე ხე-ტყე,” – გვეუბნებიან დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით ამავე პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26 ფაქტი დან 1 სამცხე-ჯავახეთშია. რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი ამის შესახებ უწყებაში არ გვპასუხობენ.
განცხადების მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 294 ფაქტი, რომელთაგან 4 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
რეგიონების მასშტაბით სამცხე-ჯავახეთი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის შემთხვევებით მესამე ადგილზეა, მას უსწრებს იმერეთი, სადაც – 56 და კახეთი, სადაც 137 შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 მ3-მდე ხე-ტყე და მასალები, შემდგომი რეაგირებისთის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.