Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების და ტრანსპორტირების 23 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

February 5, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე-ჯავახეთში გასული ერთი თვის განმავლობაში (იანვარი) ხე ტყის უკანონოდ მოპოვების – 14 და ტრანსპორტირების – 9 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში გვიადსტურებენ.

როგორც უწყებაში TOK TV-ს უთხრეს გამოვლენილი ფაქტებიდან გამომდინარე რეგიონში სულ უკანონოდ მოპოვებული13,5 მ3-მდე ხე ტყე ამოიღეს.

“სამცხე-ჯავახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 14 და ტრანსპორტირების 9 ფაქტი (სულ 23 სამართალდარღვევა) გამოავლინეს. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 13,5 მ3-მდე ხე-ტყე,” – გვეუბნებიან დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით ამავე პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26 ფაქტი დან 1 სამცხე-ჯავახეთშია. რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი ამის შესახებ უწყებაში არ გვპასუხობენ.

განცხადების მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 294 ფაქტი, რომელთაგან 4 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

რეგიონების მასშტაბით სამცხე-ჯავახეთი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის შემთხვევებით მესამე ადგილზეა, მას უსწრებს იმერეთი, სადაც – 56 და კახეთი, სადაც 137 შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 მ3-მდე ხე-ტყე და მასალები, შემდგომი რეაგირებისთის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.