საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან შერჩეულმა უფროსკლასელებმა ბელარუსისა და რუსეთის 13 ქალაქი მოინახულეს.ისინი „მეხსიერების მატარებლის“ საერთაშორისო პროექტის საიუბილეო სეზონში მონაწილეობდნენ. პროექტი ბრესტის ციხესიმაგრესთან დაიწყო და მინსკში დასრულდა,- ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
გავრცელებული განცხადებაში ვკიტხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა, პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ” მსგავსი ინიციატივების მონაწილეები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეძლებენ”.
ამავე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის წევრმა, ალექსანდრ ლუკიანოვმა, განაცხადა, რომ “ბელარუსის გათავისუფლებაში ქართველ სამხედროებს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდათ”.
ჩვენი რედაქცია ცდილობს გაარკვიოს, საქართველოს რომელი ქალაქებიდან ან რეგიონებიდან იყვნენ პროექტში მონაწილე ახალგაზრდები, რა პრინციპით შეირჩნენ და ვინ უზრუნველყო მათი შერჩევა? ამ კითხვებით მივმართეთ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციას, პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.