ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ვაჟის დაბადებას უპირატესობას ანიჭებენ

September 26, 2019

კვლვამ დაადგინა, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობისთვის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საზიანო არ არის და ვაჟების დაბადება მათთვის მნიშვნელოვანია. კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში კი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას ნეგატიურად აფასებენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ ჩატარებული კვლევა „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“ მიმდინარეობდა ოთხ რეგიონში: კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

სქესის შერჩევის პრაქტიკა ადრინდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა განსხვავდება რეგიონების მიხედვით მაინც იგრძნობა.

კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით. მოიცავდა რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტს. სულ საქართველოს ოთხ რეგიონში 16 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა.

Leave a Reply