შსს-ს პოზიცია ახალქალაქში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით

October 6, 2020

“სანამ აქცია მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი ჩართულობის საჭიროება არ არის, შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებთ” — ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ახალქალაქში მიმდინარე მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით.

რამდენად დასაშვებია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მრავალ ათასიანი შეკრების გამართვა, თუ ის პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ მიმდინარეობს ? შეკითხვა შსს-ს დავუსვით, სადაც გვიპასუხეს, რომ  “ამას ისინი არ განსაზღვრავენ და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ”

ახალქალაქში ათასობით მოქალაქე ყარაბაღის სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენ რედაქციას ეუბნება, რომ მთავარი მოთხოვნა საქართველო-სომხეთის საზღვარზე ჰუმანიტარული ტვირთის გატარებაა.

ჩვენ ახალქალის მერს დავუკავშირდით. ის გვეუბნება, რომ აქცია არის მშვიდობიანი და შეკრებილი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს ყარაბაღში მცხოვრებლებს.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა აქციის გამართვაზე ნებართვა გაცემული, ახალქალის მერიაში გვპასუხობენ, რომ აქციისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით მერიისთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად უწყებას არც კოვიდ პანდემიის პირობებში წესების დაცვაზე გაუცია რეკომენდაცია.
შერიგების და სამოქალქო ინტეგრაციის სამინსიტროს პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე ველოდებით შემოსავლების სამსახურის კომენტარს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნით ტვირთის გატარების თაობაზე.

https://bit.ly/36BvPZP