,არა, არა არ არის დაკეტილი, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მოსახლეობა მიდის სოფლებიდან თავისით,“- ასე გვპასუხობს წალკის მერი, კითხვაზე,დაიკეტა თუ არა დღეს საბავშვო ბაღები 1 საათზე. ილია საბაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ღონისძიებაზე დასასწრებად საკუთარი ინიციატივით მიდიან.
დღეს დილით, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, რუსთავში „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასწრების გამო , წალკაში ბაღები პირველ საათზე დაასრულებდნენ მუშაობას.
1-ელ საათზე უშვებენ ბავშვებს ბაღიდან, იმის გამო რომ ოცნებას ბაღის აღმზრდელები ბიძოსთან შესახვედრად მიჰყავს,” … “სხვა ვერავინ ნახეს და მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს კრიფავენ სოფელ სოფელ, სირცხვილია,” – წერენ სოციალურ ქსელში.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაშიც დილიდან ვრეკავდით, თუმცა არავინ გვპასუხობს. ,,ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიულ ღონისძიებას ქალაქ რუსთავში მართავს. პარტიულ ღონისძიებაზე სავარაუდოდ პარტიის პირველი ნომერიც ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდება.
Tags: ბაგა-ბაღი, მერი, წალკა