ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების აწყურის და თისელის დამაკავშირებელი 4 კილომეტრამდე სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 1,5 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი, 300 000-ზე მეტი მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი 1,2 მილიონზე მეტი – 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
წინადადებების მიღება 22-27 ოქტომბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 5 თვეა.