28 500 ლარის დახარჯვას გეგმავს ასპინძის მერია “ასპინძობა 2025”-სთვის – ტენდერი

March 6, 2025

28 500 ლარის დახარჯვას გეგმავს ასპინძის მერია “ასპინძობა 2025”-სთვის. ღონისძიება 25 აპრილს არის დაგეგმილი, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერის მიმღებ კომპანიას ევალება:

  • სცენის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა და შემდგომ დემონტაჟი; 
  • 50 საქართველოს და 50 ასპინძის დროშის დამზადება;
  • ცნობილი მომღერლების და ბენდების დაქირავება;
  • აფიშების, ბრენდირებული ქუდების და მაისურების დამზადება და სხვა. 

წინადადებების მიღება, 12-14 მარტს იწარმოებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს, ასპინძის მერიამ, ასპინძობისთვის 20 000-მდე ლარი დახარჯა. “ასპინძობა 2024”-სთვის 20 000 ლარის დახარჯვა იგეგმება – ტენდერი

სახალხო ღონისძიება, ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარ ასპინძის ბრძოლის დღეს ეძღვნება.