34 წლის მამაკაცის გარდაცვალებას სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ

November 24, 2020

34 წლის ახალციხელი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა, ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. იგი ჯერ ზესტაფონის, შემდეგ საჩხერის და ხარაგაულის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. აღენიშნებოდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცს სხვა თანმდევი დაავადება უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

“გუშინ გავიგეთ გარდაცვალების ამბავი, როგორც ვიცი არაფერი ისეთი არ სჭირდა. არც მკურნალობა დაუგვიანია, როგორც კი სიცხე მისცა საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ ვიცით რატომ გაურთულდა ,” – გვეუბნება ოჯახის მეგობარი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში 97 პირია ინფიცირებული. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში სულ კორონავირუსით გარდაცვალების  17 ფაქტი დაფიქსირდა.

Toktv.ge