რამდენად ეფექტურად და ვადების დაცვით მიმდინარეობს წალკის სოფელ კოხტაში გზის მოწესრიგება – მოსახლოების ნაწილის და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმოამდგენლის პასუხები განსხვავდება.
მას შემდეგ რაც დღეს, ჩვენმა რედაქციამ კოხტას გზის მოწესრიგების ტექნიკურ დეტალებზე რეპრტაჟი გამოაქვეყნა დაგვიკავშირდა სოფელ ხარებას მკვიდრი როინ იაკობაძე. ის გვეუბნვა, რომ გზაზე მიმდინარე სამუშაოები შეწყვეტილია, ხოლო კოხტის გზა, რომელიც რამდენიმე სოფელს წალკის ცენტრთან აკავშირებს აყრილი და დღეების განმვალობაში მიტოვებულია.

როინ იაკობაძე:აქ ისეთი მკაცრი ზამთრია, რომ ღმერთმა არ ქნას და შეიძლება სასწრაფოც ვერ გამოვიდეს.
რომ დაიწყეს სამუშაოები გაჭრეს და აღარ უმუშავიათ. უარსესად გააფუჭეს. პატარა მანქანით გადავარდებით, რა ხრეში ყრია? სად დაყარეს, აბა მაჩვენეთ, დაყრილი და გასწორებული.შემოვლითი გზით დავდივართ. ორი გზაა, მაგრამ ტალახია მთლიანად. პატარა მანქანით ვერ შემოხვალთ. არც ბალასტი ყრია. სადაც უნდა დაყარონ იქ არ ყრიან ხეირიანად.

ნათესავი ჩამოვიდა, წალკაშია გაჩერებული, ვერ შემოდის. აქედან უნდა ჩავზიდო თივა პატარა მანქანებით და დავტვირთოთ. ხარჯი გაორმაგდა. არც ჯარიმას წერენ. გაძვირდა ტაქსიც წალკიდან . 15 ლარი თუ ღირდა ახლა 30 ლარი გახდა. “
ჩვენ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეო ბილდ გრუპის” ხელმძღვანელს დავუკავშირდით. ის ირწმუნება, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა:
“ პირველ რიგში გავაკეთეთ შემოვლითი გზა, რომელიც დაიხრეშა, ჩვეულებრივ მოძრაობს ყველანაირი ავტომობილი. როგორც კი შეიქმნებოდა პრობლემა ვასწორებდით, ვხრეშავდით რთულ ადგილებს. პარალელურად მიმდინარეობდა გზის ჭრაც.
რამდენიმე დღეა და ახლაც , არ მიმდინარეობს სამუშაოები, რადგან სველია, არის ტალახი და ვიდრე არ შეშრება არანაირი აზრი არ აქვს იქ მუშაობას. დღეს პირადად ვიყავი მისული, დავათვალიერე შემოვლითი გზაც, ატალახებულია, ხვალ, როცა უფრო გაშრება დაბარებული მყავს ტექნიკა და შესწორდება მონაკვეთები,დღეს რომ მივიტანო მასალა და დავხრეშო, აზრი არ ექნება, ტალახში ჩაიძირება. -ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი
ჩვენ დავუკავშირდით წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვით, უწევს თუ არა მუნიციპლაიტეტი ზედამხდველობას გზის მოწყობის სამუშაოებს და სატენდერო პირობების პირნათელ შესრულებას? ველოდებით უწყებიდან პასუხს.

გზის მოწყობის სამუშაოები კომპანიამ მიმდინარე წელს დაიწყო, კომპანიაში ასევე განმარტვენ რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ გარკვეული პერიოდი სამუშაოებს ვერ იწყებდნენ, არ აწყებინებდნენ რადგან მიმდინარეობდა წინა კომპანიასთან სამართლებირვი საკითხების მოგვარება.
მიმდინარე წელს მოსახლეობის მხარეს სოფლის ტერიტორიაზე იგეგმება ბეტონის დაგება, მოსახლეობამდე მისასსვლელი გზა კი მოიხრეშება და დაიტკეპნება. საბოლოოდ გზის მოწესრიგება მომდევნო წელს დასრულდება.
Tags: კოხტა, წალკა