წალკაში ახალ საზოგადოებრივ საპირფარეშოს აშენებენ

September 23, 2026

წალკაში ახალი, თანამედროვე ტიპის საპირფარეშო შენდება. ის კოსტავას ქუჩაზე 51 კვ.მეტრის ფართობზე მოეწყობა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მისი მშენებლობისთვის, წალკის მუნიციპლიტეტი  248 ათას ლარს დახარჯავს. ამავე წყაროს თანახმად, საპირფარეშოს მიმდებარედ საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგებაც იგეგმება. 

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკურელება უკვე გამფორმებულია.  სამუშაოები  2026 წლის 30 ნომებრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.  

ახალი საპირფარეშო ძველის გვერდით შენდება. წალკელები და წალკაში სტუმრად მყოფები, წლების განმვალობაში იძულებულები იყვნენ იმ საპირფარეშოთი ესარგებლად, რომელსაც არც წყალი აქვს, არც კარი იკეტება. 

კომპანიაში ამბობენ რომ მშენებლობა სისტემატიურად მიმდინარეობს და პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ასევე იგეგმება ძველი საპირფარეშოს დემონტაჟი. 

Tags: