ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 40 ახალი შემთხვევა და 14 გამოჯანმრთელებული პირია, გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
ინფიცირების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება: 8 ადიგენი, 23 ახალციხე, 2 ახალქალაქი, 3 ბორჯომი, 4 ნინოწმინდა.
“ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთიდან 120 ნიმუში რჩება კვლევაში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 120-მდე პირი, მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა,” – გვეუბნება სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1722 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეში 242 პირი.
რეგიონში სულ ინფიცირებულია – 1731, გარდაცვლილია 16 პაციენტი და გამოჯამრთელებულია 404 პირი.
Toktv.ge