Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

80 ათასზე მეტი სტადიონისთვის, 50 ათასამდე სასმელი წყლისთვის – ტენდერი

September 29, 2022

 სხვილისში  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში მინი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. სტადიონისთვის მერია 80 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს, ხოლო წყლის სისტემისთვის – 50 ათას ლარამდე თანხის. 

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც მინი მოედნის მშენებლობას დაიწყებს, ხელშეკრულების დადებიდან 12 კვირის ვადაში უნდა მოაწყოს 450 კვ.მ სიდიდის სპორტული მოედანი და აღჭურვოს შესაბამისი ინვენტარით (ფეხბურთის და კალათბურთის კარები და გარე განათება) – თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” გამოიყოფა. 

რაც შეეხება სასმელი წყლის რეაბილიტაციას, დოკუმენტის მიხედვით, აქ საჭიროა არსებული წყლის ჭის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი ჭის აშენება. ასევე, იგეგმება დაზიანებული მილსადენის შეცვლა, სალექარის მოწყობა და ფილტრების შეცვლა.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს. წყლის სისტემის რეაბილიტაციის ტენდერზე წინადადებების მიღება 30 სექტემბრიდან 03 ოქტომბრამდე იწარმოებს, ხოლო მოედნისთვის – 07-10 ოქტომბრამდე.