22 მარტს მოსკოვში საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93 -მდე გაიზარდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში 107 დაშავებული გადის მკურნალობას, კრიტიკულად მძიმეა 16-ის მდგომარეობა, რომელთაგანაც ერთი-ერთი ბავშვია.
რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ინფორმაციით, თავდასხმის ტერიტორიაზე საგამოძიებო და გამწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეციალისტები სწავლობენ სამეთავლყურეო კამერების ჩანაწერებსაც.
უწყების ინფორმაციით, შენობის დასაწვავად თავდამსხმელებმა ადვილად აალებადი სითხე გამოიყენეს.
,,როიტერსის “ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა , ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
Tags: თავდასხმა, რუსეთი