...

ასპინძაში 7 კმ. შიდა გზების რეაბილიტაციისათვის 1.4 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება-ტენდერი

July 15, 2026

ასპინძაში, ფალიაშვილისა და სხვა მომიჯნავე ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერია 1 475 892 ლარის დახარჯვას გეგმავს,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, პროექტი დაახლოებით 7 კმ. შიდა გზის რეაბილიტაციას მოიცავს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პროექტი მოიცავს საყრდენი კედლებისა და მილხიდების მოწყობას, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე არხების გაკეთებას, ეზოებში შესასვლელებისა და გზებთან მიერთებების მოწესრიგებას, ახალი გზის საფარის დაგებას, ასევე საგზაო ნიშნების განთავსებასა და გზის მონიშვნას.

ტენდერში წინადადებების მიღება 22- 27 ივლისს იწარმოებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.