პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ორთვიანი შეზღუდვები პარლამენტში დეპუტატების შეკრებას არ შეაფერხებს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თქვა, დეპუტატებს სხდომაზე მისვლა საკუთარი ავტომობილებით ან ველოსიპედითაც შეუძლიათ.
“დეპუტატები ჩვეულებრივად შეიკრიბებიან. გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც კი ველოსიპედით… არ ვიცი, რაღაცით შეიკრიბებიან. არ მგონია, რომ ეს დეპუტატების შეკრებისთვის პრობლემა იყოს” – განაცხადა გახარიამ.