ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
დღეს, ახალციხის სოფელ წყრუთში მცხოვრები 30-მდე პირი, სოფელ ფარეხას მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათი თქმით, მიწებზე, რომელსაც ისინი საძოვრად იყენებენ ნაგავშემკრების აშენებას გეგმავენ.
როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ნაგავშემკრების აშენების შესახებ ინფორმაცია მათ გუშინ შეუტყვეს, როდესაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე მისულებს დახვდათ უცხო პირები, რომლებიც მიწას ზომავდნენ.
მათი სიტყვებით, სოფლის მოსახლეობას მიწები ათეულობით წელია რაც გადაეცა, რომელსაც ბაღებად იყენებდნენ, შემდგომ მას დანიშნულება შეუცვალეს და ახლა საძოვრებად იყენებენ, რადგან წყრუთში მეცხოველეობას მისდევენ, სოფელს კი – საძოვარი მიწების მწირი რესურსი აქვს.
შეესაბამება თუ არა სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, რამდენად გეგმავს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნაგავშემკრების აშენებას და როდის? – ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომპანიას დავუკავშირდით, თუმცა აქ გვითხრეს რომ კითხვები გაგვეგზავნა და შესაბამის პასუხებს მივიღებდით.
შპს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში, 2023-2024 წლებში ნამდვილად იგეგმება ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა.
რამდენად გეგმავენ ნაგავშემკრების აშენებას ფარეხის მიმდებარედ, წყრუთში მცოვრებლების მიწებზე – ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.