აბასთუმანში, სასტუმრო “ავტოგრაფ ქოლექშენის” მშენებლობაზე ერთი მუშა დაშავდა. როგორც მეცხრე არხი წერს, პირი 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორია დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
რამდენად არის დაცული სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ნორმები, თემაზე ჩვენი რედაქცია მუშაობას განაგრძობს.
ფოტო: Euronews