მეცნიერული ტექნოლოგიები, ინჟინერია – წალკაში ტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა

May 24, 2022

ავტორი: სოფიკო ქარცივაძე

წალკაში მცხოვრებ 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა ინტერაქტიული კლასგარეშე კურსებით. წალკის სოფელ ოზნში ArMat ცენტრის მორიგი ოფისი, 21 მაისს გაიხსნა.

ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ცენტრის გახსნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოდან მიგრაციის პროცესის შემცირება, ტექნოლოგიური განათლების და ადგილზე დასაქმების ხელშეწყობის შექმნაა.

ორგანიზაცია„ჯავახეთის მხარდაჭერას” ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 10 ცენტრი აქვს გახსნილი, მათ შორის ახალციხეშიც.