ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შესყიდვა იგეგმება, რომლისთვისაც ადიგენის მერია 142 680 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ კამერენის შესყიდვასთან ერთად თამდევი მომსახურეობაც უნდა განახორციელოს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტაციების მიღება 21-29 აგვისტოს იწარმოებს.