წალკის კანონიონის მიმდებარედ ქვათაცვენა დაფიქსირდა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე 31 მაისამდე მერია მოქალაქეებს ტერიტორიაზე გადაადგილეებისაგან თავშეკავებას ურჩევს. უწყების განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას გადაადგილება იქნება შეზღუდული და კონტროლირებადი.
განცხადება აღნიშულის შესახებ დღეს წალკის მერიამ გაავრცელა.
განცხადების მიხედვით: “კანიონის ჩანჩქერის მიმდებარედ ქვათაცვენის კერებია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს. ოფიციალური ცნობის მიხედვით, ამჟამად ფერდობი იწმინდება, სამუშაოები 31 მაისის ჩათვლით გასტანს.
სამუშაოების დასრულებამდე და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტი მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.”
წალკის კანოიონზე რამდენიმე წლის წინ ტურისტული ინფრასტრუქტურა სასეირნო ბილიკები და კაფე-რესტორნები მოეწყო. ობიექტს ტურისტული სეზონის განმავლობაში ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
ჩვენი რედაქცია კანიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა:
“ტერიტორია დროებით იკეტება ვიზიტორებისთვის, რაც სრულად უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას”,- გვეუბნება ეთი ბეკურაშვილი, ობიექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
წალკის კანიონის მენჯმენტმა ჩვენს რედაქციას ქვათაცვენასთან დაკავშირებული პროცესის მართვის და შეზღუდვების შესახებ წერილობითი პასუხი მიაწოდა. მას უცვლელად გთავაზობთ:
,,ტერიტორიაზე განვითარებულია აქტიური გეოდინამიკური პროცესები – ქვათაცვენითი და მეწყრული მოვლენები, რაც ბუნებრივი გარემოსთვის დამახასიათებელი პროცესებია.
ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია სპეციალური ალპინისტური და საინჟინრო სამუშაოების შესრულება, რაც მოიცავს ფერდობებზე არსებული არასტაბილური ქვების კონტროლირებულ ჩამოშორებასა და ტერიტორიის გაწმენდას. ამასთანავე, კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს კანიონში ჩასასვლელი გზის სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ტერიტორია დროებით იკეტება ვიზიტორებისთვის, რაც სრულად უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას.
სამუშაოებს განახორციელებენ სრულად სერტიფიცირებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პრევენციული ღონისძიებები განხორციელდა 2023 წელსაც, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილებისა და ვიზიტორების მიღების უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – უსაფრთხო გარემოს შექმნასა და არსებული რისკების მაქსიმალურ პრევენციას.“
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დაგვიკავშირდნენ კასს ლენდიდან და დამატებითი განმარტება გააკეთეს, გთავაზობთ მათ პოზიციას უცვლელად. მათი თქმით მხოლოდ კანიონში ჩამავალი ბილიკი და ჩანჩქერი იქნება დროებით დაკეტილი.
,,კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს კანიონში ჩასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კერძოდ 28 მაისამდე კანიონში ჩამავალი ბილიკი და ჩანჩქერი იქნება დროებით დაკეტილი. წალკის კანიონი , ხიდი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა , როგორიც არის რესტორანი , სასტუმრო , ატრაქციონების პარკი , კარტინგები ჩვეულებრივ ფუნქციონირებს ვიზიტორებისთვის“
კომპანიამ დღესაც გადმოაგზავნა განცხადება და აზუსტებს კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. „კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს კანიონში ჩასასვლელი გზის სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ტერიტორია დროებით იკეტება ვიზიტორებისთვის, რაც სრულად უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას. სამუშაოებს განახორციელებენ სრულად სერტიფიცირებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით.
გულისხმობს მხოლოდ კანიონში ჩასასვლელი ბილიკისა და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის დროებით დაკეტვას უსაფრთხოების სამუშაოების ჩატარების მიზნით.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წალკის კანიონი, ბრილიანტის ხიდი და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის რესტორანი, სასტუმრო, ატრაქციონების პარკი, კარტინგები და სხვა ობიექტები, ვიზიტორებისთვის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და სტუმრების მიღებას შეუფერხებლად აგრძელებს.“
ფოტო: კასს ლენდი