ფოტო: ანო დანელიანი (არქივი)
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, 2024 წლის შესახვედრად, ადიგენის ქუჩების, ნაძვის ხის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისთვის 50 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება მერიის მიმდებარე ტერიტორიის საახალწლო გასანათებელი აქსესუარებით მორთვა, არსებული ნაძვის ხის აწყობა და მორთვა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ 21 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს სამუშაოები, ხოლო 2024 წლის 18 იანვრამდე უნდა მოხდეს დემონტაჟი.
წინადადებების მიღება 20-21 ნოემბერს იწარმოებს.
აქვე გეტყვით რომ, გასულ წელს, ადიგენის მერიამ ნაძვის ხის და ადიგენის ქუჩების მორთვისთვის 60 000-ზე მეტი ლარი დახარჯა.