Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ახალი წელი უტენდეროდ – 180 ათას ლარამდე თანხა გამარტივებული წესით – ადიგენი

December 23, 2022

ფოტო: ანო დანელიანი (არქივი)

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, 28 დეკემბრის, წინასაახალწლო ღონისძიებისთვის 178 424 ლარზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით შპს “ვანილა ივენთის” გაუფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ადიგენის ცენტრი საახალწლო ღონისძიებისთვის მორთოს. კერძოდ: საახალწლო ბაზრობისთვის და დერეფნისთვის 21 450 ლარია გათვალისწინებული; თოვლის ბაბუას კუთხისთვის – 17 500 ლარი; გლიტვეინის, ცხელი შოკოლადის, ლიმონათის, სასაჩუქრე ყუთებისთვის და ფოერვერკისთვის – 10 300 ; საბავშო პროგრამისთვის 16 050 ლარი და ა.შ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჯგუფი „მიქსტურა“ იმღერებს, რომელსაც მერია 7 000 ლარს გადაუხდის.

რატომ გახდა საჭირო 170 ათასზე მეტი ღირებულების ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება? — მერიისგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

გარდა ამისა ადიგენის მერიამ, ტენდერით, 60 750 ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა შპს “ჯეო სტრიმთან” გააფორმა, რომელიც ნაძვის ხის და ადიგენის ქუჩების მორთვას გულისხმობს.