ალუდა სეთურიძე 1981 წლის 18 ივნისს დაიბადა. 2008 წელს, – რუსეთ-საქართველოს ომში ასეულს მეთაურობდა, 2011 წელს კი ავღანეთში 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური იყო. ამ სამშვიდობო მისიის შესრულებისას ვიცე-პოლკოვნიკი მძიმედ დაშავდა. მიუხედავად ამისა, ალუდა სეთურიძემ ცხოვრების აქტიური რეჟიმი არ შეცვალა, – დაიწყო ვარჯიში და 2019 წელს აშშ-ში, „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრში მან ტრენაჟორებზე ნიჩბოსნობაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ვიცე-პოლკოვნიკს ორი შვილი, ნიკოლოზი და იმედა ჰყავს.