საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს არ გადავიდნენ გაყინული ტბებსა და წყალსაცავების ზედაპირზე.
უწყების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, მეტეოროლოგიური პირობების, მათ შორის ტემპერატურის ვარდნის გამო გაყინულია ტბები და წყალსაცავები, თუმცა ყინულის სისქე რიგ შემთხვევებში მოქალაქეების გადაადგილებისას საშიშროებას წარმოშობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მათ მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.