ადიგენელმა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა

January 24, 2022


ადიგნელი სპორტსმენის, ანრი ხოზრევანიძეს მორიგი გამარჯვება. 15 წლის სპორტსმენმა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა.

  მან ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში იასპარეზა და 51 კილო წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.  საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ხარკოვში ჩატარდა.

  მწვრთნელის, მინდია შაინიძეს თქმით, ნაკრებმა სულ ექვსი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო ჩამოიტანა