ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ძველი ჭურვი იპოვეს. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ჭურვი სპეციალისტებმა შეისწავლეს და საფრთხეს არ წარმოადგენს
“აღმოჩენის შემდეგ ჩვენ დავრეკეთ პოლიციაში, ჩამოვიყვანეთ ექსპერტები და სპეციალისტებმა შეისწავლეს. არის გამოყენებული კოროზირებული ჭურვის ნარჩენი,” – გვითხრეს მერიაში.
როდინდელი ჭურვია და რა წარმოშობის? არის თუ არა საშიშროება, რომ სამუშაოებისას კიდევ აღმოაჩინონ ჭურვები? მერიაში ვერ გვპასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში , რუსთაველის ქუჩაზე ე.წ სამხედრო დასახლებაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, იგეგმება საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრის და სპორტული დარბაზის აშენება.
თავდაპირველად მასალა TV9-მ მოამზადა